geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის - „მილენიუმის“ - მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

2026 წლის 22 სექტემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი) გაიმართება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის -  „მილენიუმის“ - მეოთხე ნომრის პრეზენტაცია.

 

ჟურნალის მიმდინარე ნომერში გამოქვეყნებულია ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები შემდეგ სამეცნიერო დარგებსა და მიმართულებებში: ქართველური ენები (ელზა ასანიძე), ლინგვისტიკა (თამაზ დევიძე, დავით იობიძე), ხელნაწერთა კვლევა (სანდრო ცხვედაძე), დიგიტალური რუსთველოლოგია (იანიკ ლიდტკე), მედია და კომუნიკაცია (ნინო კვიტაშვილი, კიმ სპოლიარევიჩი, ლევან ქათამაძე), პოლიტიკური ლინგვისტიკა (თამარ გუჩუა, იულიან ჰაშე, ანასტასია ყამარაული).

თარიღი: 18/09/2026